GEORGIA KARATE



მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა | RSS

  K
  Y  
  O
  K
  U
  S
  H
  I
  N
  K
  A
  I

მთავარი გვერდი

კატეგორია: ფოტო ალბომი | ნანახია : 2787 | დაემატა : 2009-09-29 | კომენრატები(2)| სრულად წაკითხვა

კატეგორია: ვიდეოები | ნანახია : 1587 | დაემატა : 2010-05-13 | კომენრატები(1)| სრულად წაკითხვა

კატეგორია: ვიდეოები | ნანახია : 1530 | დაემატა : 2010-04-25 | კომენრატები(2)| სრულად წაკითხვა


კიოკუშინკაის ისტორია:
კიოკუშინ-კარატეს სტილის დამაარსებელი მასუტაცუ ოიამა დაიბადა 1923 წელს სამხრეთ კორეაში. მან საბრძოლო ხელოვნებაში მეცადინეობა ჯერ კიდევ კორეაში დაიწყო და 1938 წლიდან იაპონიაში გააგრძელა. 20 წლისას უკვე IV დანი ჰქონდა ოკინავურ კარატეში. პირველი დოჯო ტოკიოში 1953 წელს გახსნა. ბევრი მოსწავლე მოვიდა სხვა განსხვავებული სტილებიდან და მასწავლებელმა შექმნა თავისი მიმართულება, ადარებდა ერთმანეთს სხვადასხვა ტექნიკას და იღებდა საუკეთესოს სხვა სკოლებიდან. პირველი  "ოიამას სკოლა” იაპონიის გარეთ, ჰავაიზე 1957 წელს გაიხსნა. 1964 წელს ოიამამ შექმნა კარატეს საერთაშორისო ორგანიზაცია (IKO),  ამ დროიდანვე დაიწყო ტერმინ ”კიოკუშინის” ხმარება თავისი სკოლის აღსანიშნავად. (კიოკუ - ზღვარი, შინ - ჭეშმარიტება, კაი - შეერთება, შეკავშირება, ე.ი. საჭიროა დრო ჭეშმარიტების სრული შეცნობისათვის).
მასუტაცუ ოიამას მიერ ფორმულირებული კიოკუშინ-კარატეს პრინციპები დღეს მისგან ჩამოყალიბებული კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციის დევიზია: ”თავი გეჭიროს დაბლა (იყავი თავმდაბალი), თვალები - მაღლა (იყავი პატივმოყვარე), იყავი თავშეკავებული სიტყვებში, სხვებს პატივისცემით და ზრდილობიანად მოექეცი, მოეხმარე საკუთარ მშობლებს”.
მთელ მსოფლიოში, მოსწავლეები, რომლებიც კიოკუშინ-კარატეს შესწავლას იწყებენ, პირობას დებენ, რომ თავისი მონაცემები, ნიჭი და უნარი გარშემომყოფი ადამიანების კეთილდღეობას მოახმარონ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ მოვალეობებს სწავლაში, შრომაში და ოჯახში. ვარჯიშებზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას მოსწავლეები არ იყენებენ ანგარებიანი მიზნების მისაღწევად. კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებაში და ყველა რეგიონალური ორგანიზაციის წესდებაში ხაზგასმულია, რომ კიოკუშინ-კარატე-დოს მოსწავლე არ უწევს პროპაგანდას დისკრიმინაციას ან ცრუ შეხედულებებს, დაფუძნებულს ეთნიკურ, რასობრივ, ეროვნულ, პოლიტიკურ, ფილოსოფიურ, რელიგიურ, სქესობრივ ან ასაკობრივ მონაცემებზე და აღიარებენ, რომ ყველა ხალხს თანაბარი უფლებები გააჩნია. ორგანიზაციის მთავარი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობისა და მშვიდობის მიღწევა.
კარატეს საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა სხვადასხვა ღონისძიებები (ტურნირები, შეკრებები, საჩვენებელი გამოსვლები და სხვ.), იგი ხელს უწყობს კიოკუშინ-კარატე-დოს პრინციპებისა და ტექნიკის გავრცელებას მთელ მსოფლიოში. დღეს მოსწავლეთა რაოდენობა 12 მილიონამდე აღწევს და შეიძლება ითქვას, რომ კიოკუშინ-კარატე სადღეისოდ ყველაზე პოპულარული სახეობაა საბრძოლო ხელოვნებებს შორის.
მსოფლიოს ქვეყნები, სადაც ოიამას მიმდევრები ვარჯიშობენ, IKO-მ 8 რეგონად დაჰყო. ეფექტური მართვისათვის შექმნილია კიოკუშინ-კარატეს რეგიონალური და ეროვნული ორგანიზაციები. მაგალითად, ევროპის რეგიონში შედის ავსტრია, ბელორუსია, დანია, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, უკრაინა და სხვ. ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში შედიან კანადა და აშშ. ბრაზილია, არგენტინა, ჩილე, კოლუმბია შედის სამხრეთ ამერიკის რეგიონებში. ბევრი ორგანიზაცია შევიდა აფრიკის რეგიონში, სამხრეთ აზიაში - ირანი, შრი-ლანკა, ინდოეთი, სინგაპური, ფილიპინები. რუსეთის რეგიონში - რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი.
IKO-ს ღონისძიებათა ქსელი საკმაოდ გაჯერებულია. ყოველ რეგიონში (ევროპა, აფრიკა, რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ და აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია, იაპონია) ერთი წლის განმავლობაში ტარდება სულ მინიმუმ 3 მსხვილი ტურნირი: რეგიონალური შეჯიბრებები წონითი კატეგორიების მიხედვით, აბსოლუტური ჩემპიონატი და აბსოლუტური  ღია ტურნირი, რომელში მონაწილეობის უფლება სხვა რეგიონის სპორტსმენბსაც აქვთ. სხვადასხვა ქვეყნებში რეგულარულად ეწყობა შეკრებები, ჩემპიონატები ქალებისათვის, მოზარდებისთვის და სხვ. ოთხ წელიწადში ერთხელ ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება
კატეგორია: კიოკუშინკაის ისტორია | ნანახია : 1655 | დაემატა : 2009-12-22 | კომენრატები(0)| სრულად წაკითხვა

ქამრის ჩაბარების პროგრამა კიოკუშინ კარატეში

კიოკუშინ დოჯოკუნ - მებრძოლის ფიცი
0 კიუ. თეთრი ქამარი
10-9* კიუ. ნარინჯისფერი ქამარი
8-7* კიუ. ლურჯი ქამარი
6 და 5* კიუ,. ყვითელი ქამარი
4 და 3* კიუ. მწვანე ქამარი
2 და 1* კიუ. ყავისფერი ქამარი

შავი ქამარი, 1 დანი, წოდება ”სენპაი”
შავი ქამარი, 2 დანი, წოდება ”სენპაი”
შავი ქამარი, 3 დანი, წოდება ”სენსეი”
შავი ქამარი, 4 დანი, წოდება ” სენსეი”
შავი ქამარი, 5 დანი, წოდება ”შიჰანი”






დოჯო კუნ
კიოკუშინკაი კარატეს მებრძოლის ფიცი

1. ვფიცავთ, თავდაუზოგავად ვავარჯიშოთ ჩვენი სხეული და სული.
2. ვფიცავთ, მთელი ჩვენი შეგრძნებით ჩავწვდეთ საბრძოლო ხელოვნების ჭეშმარიტ არსს, რათა მუდმივ მზადყოფნაში ვიყვეთ.
3. ვფიცავთ, ჭეშმარიტი სიმტკიცით აღვზარდოთ ჩვენში თვითგანდგომის სული.
4. ვფიცავთ, დავიცვათ თავაზიანობის წესები, პატივი ვცეთ უფროსებს და არ დავუშვათ ძალადობა.
5. ვფიცავთ, მივყვეთ ჩვენს სარწმუნოებას და არ დავივიწყოთ თავმდაბლობის ნამდვილი ღირსება.
6. ვფიცავთ, ჩვენი სრულყოფისათვის მუდამ ვესწრაფოთ სიბრძნესა და სიძლიერეს.
7. ვფიცავთ, მთელი ჩვენი ცხოვრება ვიაროთ კარატეს გზით სრულყოფისაკენ, უზენაესი ჭეშმარიტების (კიოკუშინ-ის) მისაღწევად.


0 (kyu)კიუ. თეთრი ქამარი
მომზადების ვადა 3 თვე

ტექნიკა

” კიჰონი (საბაზო ტექნიკა)
1. დაჩი კატა (დგომები)
ჰეისოკუ დაჩი, მუსუბი დაჩი, ჰეიკო დაჩი, ფუდო დაჩი, (შიზენ დაჩი), უჩი ჰაჩიჯი დაჩი, სანჩინ დაჩი, ზენკუცუ დაჩი, ცურუაშუ დაჩი, კიბა დაჩი.

2. ცუკი (დარტყმები ხელით).
სეიკენ ჩუდან, სეიკენ ჯოდან, სეიკენ გედან, ცუკი, სეიკენ აგო უჩი, სეიკენ კაგე ცუკი, სეიკენ შიტა ცუკი, ჰიჯი (ემპი) უჩჳ, ურაკენ გამმენ უჩი, ურაკენ საიუ უჩი, ურაკენ ხიზო უჩი, ურაკენ მავაში უჩი, შუტო გამმენ უჩი, შუტო საკოცუ უჩი, შუტო საკოცუ უჩიკომი, შუტო ხიზო უჩი, შუტო ჯოდან უჩი უჩი, შუტო იოკო უჩი (ჯოდან, ჩუდან, გედან).

3. უკე (ბლოკები).
სეიკენ ჯოდან უკე, ჩუდან სოტო უკე, ჩუდან უჩი უკე, გედან ბარაი, უჩი უკე - გედან ბარაი, *ჯოდან უკე - გედან ბარაი, *შუტო ჯოდან უკე, *ჩუდან სოტო უკე, *ჩუდან უჩი უკე, *გედან ბარაი, *უჩი უკე - გედან ბარაი.

4. გერი (ფეხისკვრა)
მაე კეაგე, უჩი მავაში, უჩი მავაში ჰაისოკუ ჯოდან გერი, კეაგე, ხიზა გერი, კინ გერი, მაე გერი, მავაში გერი, იოკო გერი, კანსეცუ გერი, უშირო გერი, იოკო კეაგი.

” იდო (საბაზო გადაადგილება) გეიკო.
ზენკუცუ დაჩიში წინ და უკან, ბრუნები, კომბინაცია ერთჯერადი ტექნიკით (ცუკი, გერი, უკე).
მაგ: ზენკუცუ დაჩი + სეიკენ თი ცუკი ან სეიკენ გეაკუ ცუკი.

”კატა.
ტაიკიოკუ სონო იჩი და ნი, სოკუ გი ტაიკიოკუ სონო იჩი (ფეხის კატა)

კონდიცია (ფიზ. მომზადება)
”მოქნილობა (ჩამჯდარ მდგომარეობაში ფეხები განზეა, თავით ვეხებით იატაკს).
”აზიდვები მუშტებზე - 20, თითებზე - 5.
”ახტომები ჰაერში (ჩამჯდარ მდგომარეობაში) - 20.
”დგომი ხელებზე (პარტნიორის დახმარებით) - 20წმ.
”პრესი - 20.
”ნახტომში (ტობი გერი) სახის სიმაღლეზე.
”დარტყმები 2წთ მაე კეაგე, 2წთ კინგერი.


კუმიტე (სპარინგი)

1, იაკუსოკუ (ერთსვლიანი კომბინაცია) კუმიტე:
ბლოკები შეტევის წინააღმდეგ.
ხელი ბლოკავს ცუკს, ფეხი ბლოკავს ცუკს, ხელი ბლოკავს გერის დარტყმას, ფეხი ბლოკავს ფეხისკვრას (გერს).
2. ჯიიუ კუმიტე: 30წმ (თავისუფალი სტილის ორთაბრძოლა).
შეფასების კრიტერიუმია: თავზე კონტროლი, დამოკიდებულება (отнашение). კამაე, ზღვარი.
წერილობითი გამოცდა. ტერმინოლოგია და ფილოსოფია, რომელიც ეხება ამ რანგის დონეს. ამ გამოცდის შინაარსი შეესაბამება ჰონბუს მოთხოვნებს და აკმაყოფილებს IK-ს.
ქცევის წესები: (რეიგი) დარბაზის ეტიკეტი, ქცევის წესები საზოგადოებაში, სიტყვა ოსუ-ს მნიშვნელობა, კ. კარატეს მოკლე ისტორია, დამაარსებელი, ახლანდელი ხელმძღვანელი, სიმბოლოები, კალიგრაფიული გამოსახვა, კარატე გი-ს (დოგის) ტარება, დაკეცვა, ქამრის შეკვრა, მისალმების ფორმები ვარჯიშის დროს, დარბაზის ფიცის გაცნობა.



10-9* კიუ. ნარინჯისფერი ქამარი
(მომზადების ვადა 3+3 თვე)
მე-9* კიუ ნარინჯისფერი ქამარი ლურჯი ზოლით

ძირითადად ტექნიკური ილეთები იგივეა, რაც თეთრი ქამრისთვის, ემატება შემდეგი:

ტექნიკა
”კიჰონი (ძირითადი მდგომარეობა)
1. დაჩი კატა ( დაჩი ვაძა)
კოკუცუ დაჩი, ნეკოაში-დაჩი, **შიკო დაჩი
”იდო გეიკო
კოკუცუ დაჩი, ნეკოაში-დაჩი; წინ და უკან გადაადგილებები, ტრიალი.
მაგ: კოკუცუ დაჩი + ჩუდან უჩი უკე.
ტექნიკის გამეორება, მაგ: ზენკუცუ დაჩი + სეიკენ ოი ცუკი ნი, ზენკუცუ დაჩი + სეიკენ ჩუდ. სანბონ ცუკი.
”კატა
ტაიკიოკუ სონო სან ** სოკუ გი ტაიკიოკუ ნი და სან.

კონდიცია
”მოქნილობაზე იგივე მოთხოვნაა, რაც თეთრს ქამარზე, მხოლოდ შესრულების ტექნიკა უნდა გაუმჯობესდეს.
”აზიდვები მუშტებზე - 30.
”ახტომები ჰაერში (ჩამჯდარ მდგომარეობაში) - 30.
”დგომი ხელებზე (პარტნიორის დახმარებით) - 30წმ.
”მიზიდვა ორ ხელზე 5,
”**პრესი - 40.
”**აჭიმვები თითებზე 5
”ნახტომში (ტობი გერი) თავის სიმაღლიდან 10სმ-ის ზევით.
”დარტყმები 2წთ მაე გერი ჩუდან, 2წთ ჯოდან, ფეხების მონაცვლეობით.

კუმიტე (სპარინგები)
1. იაკუსოკუ კუმიტე: ბლოკი შეტევის წინააღმდეგ.
ხელი ბლოკავს ცუკს, ფეხი ბლოკავს ცუკს, ხელი ბლოკავს გერის დარტყმას, ფეხი ბლოკავს გერის.
2. ჯიიუ კუმიტე 30 წმ.
შეფასების კრიტერიუმია თავის კონტროლი, დამოკიდებულება, კამაე, მზად ყოფნა, ნაპირი (ზღვარი)
წერილობითი გამოცდა: ტერმინოლოგია და ფილოსოფია, რომელიც შეეხება ამ ქამრის დონეს. ამ ქამრის გამოცდის შინაარსი შეესაბამება ჰონბუს მოთხოვნებს (ჰონბუ - ცენტრალური კარატეს შტაბ-ბინა იაპონიაში) და აკმაყოფილებს IK-ს.


8-7* კიუ. ლურჯი ქამარი
(მომზადების ვადა 3+3 თვე)
7* ლურჯი ქამარი ყვითელი ზოლით

ძირითადი ტექნიკური ილეთები იგივეა რაც თეთრ და ნარინჯისფერ ქამრებზე, ემატება შემდეგი:
ტექნიკა
”კიჰონი (საბაზო ტექნიკა)
1. დაჩი კატა.
კაკე აში - დაჩი
2. ცუკი (დარტყმები ხელით)
ტეტცუი, კომი კამი უჩი, ოროში უჩი, იოკო უჩი, ხიზო უჩი.
ნუკიტე, **იპონ, **ნიჰონ, **იოინჰონ.
შოტეი - (ჯოდან, ჩუდან, გედან)
3. უკე.
მოროტე-უკე, მავაში-უკე, შუტო-მავაში-უკე, ოსაე-უკე.
4. კოკოი-ჰო (სუნთქვის ტექნიკა) იბუკი.
”იდო გეიკო
კოკუცო დაჩი შუტო მავაში უკე, სეიკენ გიაკო ცუკი. სანჩინ დაჩი: გადაადგილება წინ და უკან, ტრიალები, კომბინაციები.
მაგ: სანჩინ დაჩი + სეიკენ ჩუდან გეაკო ცუკი. კიბა დაჩი: გადაადგილება წვერზე წინ და უკან. (მაეკოშა, უშირო კოშა) ტრიალები.
მაგალითი: კიბა დაჩი ჯუნ ცუკი, ტეტცუი.
კომბინაცია (დაცვა და თავდასხმა)
მაგ: ზენკუცუ დაჩი + ჯოდან-უკე + სეიკენ ჩუდან გეაკო ცუკი. კომბინაცია (ცუკი და გერი)
მაგ: ზენკუცუ დაჩი + მაე გერი + სეიკენ ჩუდან ცუკი.
**რენ რაკუ (გადაბმული მოძრაობები):
მაე გერი ჩუსოკუ-გეაკუ ცუკი, სეიკენ სოტო უკე-გედან ბარაი გეაკუ ცუკი. სამი ნაბიჯი წინ, შეტრიალება და სამი ნაბიჯი უკან.
”კატა
პინან სონო იჩი და ნი **სანჩინ.

კონდიცია:
>”მოქნილობა ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: გამოცდის პროგრამები | ნანახია : 1885 | დაემატა : 2009-12-22 | კომენრატები(0)| სრულად წაკითხვა


Europen Karate Organization

Coming soon!

4 & 5 June 2010 in Logroño

- SPAIN -
კატეგორია: სიახლეები | ნანახია : 1972 | დაემატა : 2009-12-19 | კომენრატები(0)| სრულად წაკითხვა

Kata. Official Karate (2000) DVDRip


Kata. Official Karate (2000) DVDRip - Beef.Ge

დასახელება: კატა. ოფიციალური კარატე
ორიგინალური დასახელება: Kata. Official Karate
წელი: 2000
ჟანრი: დოკუმენტური, ვიდეო გაკვეთილები, საბრძოლო ხელოვნება, კარატე
რეჟისორი: უცნობია
როლებში: ს. ოიამა, იუ. ოიამა, მ. მიურა

ანოტაცია:
კონტაქტური, ყველასთვის ხელმისაწვდომი კარატე, რომელმაც თავის თავში შეითავსა კარეტეს, როგორც სამხედრო ხელოვნების ჭეშმარიტად საბრძოლო არსი შეითავსა. ოიამა-კარატეს სტილით მთელ მსოფლიოში ვარჯიშეობენ ბავშვები 4 წლიდან, უფროსების, ქალების და ხანდაზმულების ჩათვლით. ყველა კატეგორიისთვის არსებობს სპეციალური ადაპტირებული ვარჯიშის მეთოდიკა. როგორ საბრძოლო ხელოვნება ოიამა-კარატე ფართოდ გამოიყენება კანადის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების არმიასა და პოლიციაში. ოიამა-კარატეს დამფუძნებელმა გრანდ-ოსტატმა სიგერუ ოიამამ, რომელსაც 10 დანი აქვს, იგი იაპონური საბრძოლო კარატეს ტრადიციების მიხედვით შექმნა.

წარმოება: იაპონია,
ხანგრძლივობა: 1:54:34
გახმოვანება: არ სჭირდება

ფაილის
ფორმატი
: AVI
ხარისხი: DVDRip
ვიდეო: XVID 704x528 25.00fps 1572Kbps
აუდიო: MPEG Audio Layer 3 48000Hz stereo 128Kbps
მოცულობა: 1.36 GB
Kata. Official Karate (2000) DVDRip

Kata. Official Karate (2000) DVDRip

Kata. Official Karate (2000) DVDRip

კატეგორია: ვიდეოები | ნანახია : 1749 | დაემატა : 2009-12-19 | კომენრატები(0)| სრულად წაკითხვა






დოჯო კუნ
კიოკუშინკაი კარატეს მებრძოლის ფიცი

1. ვფიცავთ, თავდაუზოგავად ვავარჯიშოთ ჩვენი სხეული და სული.
2. ვფიცავთ, მთელი ჩვენი შეგრძნებით ჩავწვდეთ საბრძოლო ხელოვნების ჭეშმარიტ არსს, რათა მუდმივ მზადყოფნაში ვიყვეთ.
3. ვფიცავთ, ჭეშმარიტი სიმტკიცით აღვზარდოთ ჩვენში თვითგანდგომის სული.
4. ვფიცავთ, დავიცვათ თავაზიანობის წესები, პატივი ვცეთ უფროსებს და არ დავუშვათ ძალადობა.
5. ვფიცავთ, მივყვეთ ჩვენს სარწმუნოებას და არ დავივიწყოთ თავმდაბლობის ნამდვილი ღირსება.
6. ვფიცავთ, ჩვენი სრულყოფისათვის მუდამ ვესწრაფოთ სიბრძნესა და სიძლიერეს.
7. ვფიცავთ, მთელი ჩვენი ცხოვრება ვიაროთ კარატეს გზით სრულყოფისაკენ, უზენაესი ჭეშმარიტების (კიოკუშინ-ის) მისაღწევად.
კატეგორია: დოჯოკუნის ფიცი | ნანახია : 1752 | დაემატა : 2009-12-11 | კომენრატები(0)| სრულად წაკითხვა

კატეგორია: ვიდეოები | ნანახია : 1699 | დაემატა : 2009-12-11 | კომენრატები(0)| სრულად წაკითხვა

კატეგორია: ვიდეოები | ნანახია : 1931 | დაემატა : 2009-12-11 | კომენრატები(1)| სრულად წაკითხვა

1 2 3 4 5 6 »

იმფორმაცია კლუბსი გაწევრიანების შესახებ...!